სადაზღვევო სტატისტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
25 იან - დღეს
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი  აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო სტატისტიკოსის პოზიციაზე, სადაზღვევო პროდუქტების შემუშავების, პროფესიული 
განათლებისა და აქტუარული კვლევების განყოფილებაში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და სტატისტიკური დასკვნების გამოტანა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა); 
  • სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • R პროგრამული ენისა და მატემატიკური სტატისტიკის მეთოდების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველი პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივიანობა;
  • ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიმშვიდე, გაწონასწორებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • დადგენილი ვადების დაცვის უნარი; 
  • ახალი ცოდნის შეძენის სურვილი და უნარი. 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • ტესტირება;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2023 წლის 05 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სადაზღვევო სტატისტიკოსი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)