შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
25 იან - 21 თებ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 24 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10 000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.  

„ინსტა“-ს შესყიდვების განყოფილება ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მოლაპარაკებების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან, როგორც ღირებულების, ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობების დასადგენად, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება/გაანალიზება; 
  • საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება; 
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა; 
  • შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა; 
  • შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; 
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან; 
  • მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში; 
  • შემოსული შეკვეთების და ნაშთების ანალიზი; 
  • გადავადებული ფინანსური ვალდებულებების კონტროლი; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე,  რუსული ენის ცოდნა; 
  • იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების MS Office გამართულად ცოდნა; 
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • 1C / SAP bussines one-ში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს და კორპორატიულ ნომერს.  
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge  
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2023 წლის 20 თებერვალი. 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება! 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებებს! 
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)