საცალო გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 + ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
25 იან - 24 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის“ პოზიციაზე.  
ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი  
  
ფუნქცია/მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;  
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;  
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.  
  
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  
  
სამუშაო პირობები:  
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი  + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით  100-დან 550 ლარამდე. 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;  
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.  
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის; 
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის. 
 
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge  
გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება! 
 
გისურვებთ წარმატებებს! 
 
გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება