სოციალური მედიის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
31 იან - 24 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ მარკეტინგში ეძებს გუნდის ახალ წევრს სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი; ბ.კვერნაძის ქ #10;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 სთ შესვენება);
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი, წლიური ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული ბენეფიტები;

პოზიციის მთავარი მოვალეობა: სოციალური მედიის მართვა

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის Facebook, Instagram და YouTube გვერდების/ჯგუფების მართვა, კომუნიკაციის, სტრატეგიისა და სტილის შემუშავება
  • სოციალური ქსელებისთვის ყოველთვიური კონტენტის დაგეგმვა, შექმნა (Copywriting), განთავსება, იდეებისა და რეფერენსების მოძიება/მომზადება, (დიზაინერთან, გრაფიკულ დიზაინერთან, ბრენდ-მენეჯერთან, ციფრულ მენეჯერთან და სააგენტოებთან ერთად).
  • სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის სარეკლამო მხარდაჭერა(Facebook, Instagram, Advertising)
  • სოციალურ მედიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, ტენდეციების და ტრენდების მუდმივი მონიტორინგი
  • სასპონსორო ღონისძიებების შემთხვევაში დასწრება და ლოკაციიდან სოციალურ მედიაში კომუნიკაცია
  • პერიოდულად ონლაინ გათამაშებების დაგეგმვა, მონიტორინგი, მონაწილეებთან კომუნიკაცია
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება/რეპორტინგი

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • კრეატიული ქოფირაითინგის უნარი, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად;
  • Facebook, Instagram, YouTube-ის მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
  • შემოქმედებითი ხედვა;
  • საოფისე პროგრამების და PPT, XLS -ის ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობებისათვის კარგ დონეზე ფლობა;

პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაბელობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
  • დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:
  • ჩვენ რას გთავაზობთ: 
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

როგორ დაგვიკავშირდეთ:
რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედიის სპეციალისტი, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24.02..2023.

შერჩევის ეტაპები:
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
  • შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
  • კონკრეტული დავალების შესრულება/პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი