დისტრიბუციის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- რუსული
25 იან - 24 თებ
სტარტი


სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “დისტრიბუციის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს ინფორმაციული მხარდაჭერა (კლიენტთა ინფორმირება ფასების და აქციების შესახებ);
- უზრუნველყოს საქონლის რეალიზაციის და საწყობებს შორის მოძრაობის დეტალური აღრიცხვა და კონტროლი;
- ასახოს გაყიდვები პროგრამულად;
- აკონტროლოს ფასების ცვალებადობა კონკურენტულ ბაზარზე;
- აკონტროლოს (სასაწყობე) ბუღალტრული ნაშთები;
- მონაწილეობა მიიღოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციაში და აღრიცხვაში;
- მოახდინოს ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
- მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
- უშუალოდ შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- მეილებით კომუნიკაციის გამოცდილება;
- WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „ დისტრიბუციის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
დისტრიბუცია