ვეტერინარი/ფილიალის მენეჯერი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
25 იან - 23 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის/ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ფოთის ფილიალისთვის. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. 
 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ვეტერინარულ ფილიალში არსებული ვეტერინარული პროდუქტების მახასიათებლებისა და ეფექტების ცოდნა; 
  • ვეტერინარულ ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა; 
  • გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა და გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება ვეტერინარული მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point ცოდნა; 
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 თებერვლამდე.  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებებს! 
 


გაყიდვები
ფილიალების ქსელი
სოფლის მეურნეობა
ვეტერინარია