გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
24 იან - 23 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება : გაყიდვების მენეჯერი 
მომწოდებელი : შ.პ.ს ''უნი ექვიფმენთ''
შპს ,,უნი ექვიფმენთ“ უზრუნველყოფს საგზაო და სამშენებლო სპეც. ტექნიკის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე. მომსახურება მოიცავს ტექნიკის იმპორტს, რეალიზაციას და გაყიდვის შემდგომ სერვისს. პროდუქციის ასორტიმენტს წარმოადგენს: ასფალტის/გრუნტის სატკეპნი დანადგარები, საჭრელი ხერხები, ასფალტის დამგებები, კომპრესორები, სანგრევი ჩაქუჩები, ბეტონზე სამუშაო ინსტრუმენტები და ა.შ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://uniequipment.ge/

კომპანია უნი ექვიფმენთ აცხადებს ვაკანსიას   გაყიდვების მენეჯერის   პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , დიღომი ან/და ზაჰესის დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება; 
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;  
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი; 
  • კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • გაყიდვების დინამიკის ანალიზი; 
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საგზაო ან/და სამშენებლო ტექნიკის სფეროში
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურში, სასურველია რუსულში.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail); 
  • დროულად დაგეგმის უნარი
  • მართვის მოწმობა

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • თვითპრეზენტაციის უნარი; 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; 

ანაზღაურება/ სამუშაო გრაფიკი
  • სამუშაო გრაფიკი - სრული
  • ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე(CV) და ფოტო ელ.ფოსტის მეშვეობით:    office@uniequipment.ge , გთხოვთ დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი