ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 950
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
დღეს - 23 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: 950 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მიღება და მომხმარებლისათვის კომპანიაში შემუშავებული სტანდარტის დაცვით, მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების გაწევა;
  • შემოსული ზარების საჭიროებისამებრ, გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
  • გამავალი ზარების განხორციელება;
  • ელ. ფოსტისა და “chat”- ის საშუალებით მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის ბაზებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გამოკითხვა კვლევის კითხვარის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი