ბრენდ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
24 იან - 23 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 
 
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის ანალიზი; 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია; 
  • შესყიდვების დადასტურება; 
  • ფასწარმოქმნა; 
  • გაყიდვების გეგეგმარება და მონიტორინგი; 
  • მარკეტინგული აქციების გეგმარება და მონიტორინგი; 
  • მოლაპარაკებების წარმოება; 
  • პრეზენტაციების და რეპორტების მომზადება. 
 
მოთხოვნები: 
  •  უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით; 
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;  
  • რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); 
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); 
  • მათემატიკური უნარები; 
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
 
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით. 
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge
 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი