ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 05 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია დომუს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
  • მომსახურებების ა/ფაქტურების მოთხოვნა, აქტების მოძიება და პროგრამაში გატარება, დადასტურება
  • დეკლარირებისთვის ინფორმაციის დამუშავება 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამის რგოლის თანამშრომლებისთვის
  • მომწოდებელ კომპანიებთან დაკავშირებული ბუღალტრული შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
  • სალაროს გატარება და კონტროლი
  • საბანკო ამონაწერების დამუშავება-გატარება
  • ხელფასების აღრიცხვა
  • ფორმა 2-ების და შესრულებული აქტების შეტანა
  • საწვავის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი
  • შესყიდვების, იმპორტის აღრიცხვა, საქონლის ჩამოწერა
  • დებიტორების/ კრედიტორების კონტროლი და შედარებები, ავანსის ფაქტურების გატარება, გადახურვა
  • თანამშრომელთა მივლინებების გაფორმება
  • საგადასახადო მიზნებისათვის ყოველწლიური მოგება-ზარალის და ბალანსის ანგარიშგების მომზადების მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი – სასურველია ფინანსები
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი შესაბამის პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სამუშაო პროცესში გამოყენების გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები, მათ შორის Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
  • შედეგზე ორიენტირება, პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდურობა - გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
  • ენერგიულობა - გუნდის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა;
  • გაურკვევლობებთან გამკლავება;
  • ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, განსხვავებული შეხედულებების ღიად გამოთქმა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4/02/2023. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.  პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
მცხეთა, სხვა