შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 06 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია დომუს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე 

ძირითადი მოვალეობები: 
  • შესყიდვების სრული ციკლის ადმინისტრაციული მხარდაჭერა 
  • შესყიდვების ბაზების წარმოება, სტატუსების მონიტორინგი, განახლება და ლოჯისტიკის მიმართულების მხარდაჭერა სწორი პრიორიტეტიზაციის კუთხით 
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა, ხელშეკრულებების განახლების/ცვლილების/ხელმოწერის უზრუნველყოფა/მონიტორინგი 
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვის დავალებების მომზადება, მიღებული პროდუქციიის მოთხოვნასთან შესაბამისობის კონტროლი და უზუსტობებთან დაკავშირებით დროული რეაგირება 
  • ზედნადებების ყოველდღიურად დადასტურება, მიღებულ ანგარიშფაქტურებზე რეაგირება (მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება/ხელისმოწერის უზრუნველყოფა) 
  • მომსახურების ხელშეკრულებების პერმანენტული განახლება, საჭიროებისამებრ შეწყვეტა 
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, წინასწარი დეკლარაციების გაკეთება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება: უმაღლესი, დამამთავრებელი კურისის სტუდენტი და კურსდამთავრებული. 
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია საოპერაციო/ადმინისტრაციული საქმისწარმოების/კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება. 

ცოდნა და უნარები: 
  • ენების ცოდნა: ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსული კარგად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის მნიშვნელოვანია MS Excel. 
  • სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი - დამარწმუნებელი კომუნიკაცია; 
  • შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა; 
  • პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება; 
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - ორგანიზებულობა; 
  • ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ - გუნდურობა; 
  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5/02/2023.
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს შპს დომუს ჯგუფის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.  პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com 
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)