ტექნიკური კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
07 თებ - 22 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. 
 "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 
 "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 
 
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას   ტექნიკური კოორდინატორის  პოზიციაზე თბილისში. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა; 
  • ავტომობილით გადაადგილება, ფილიალში ვიზიტი და პრობლემის მოგვარება; 
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება. 
  • ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა, ელექტროობა; 
  • გათბობა-გაგრილების სისტემების, სტრატეგიული დანადგარების კონტროლი; 
  • კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში; 
  • სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია ელექტროობის საბაზისო ცოდნა; 
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება; 
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა. 
 
  
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი - თბილისი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edi
 
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC),
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება