ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
23 იან - 11 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „აბაკი ქონსალთინგი“ შეიქმნა იმისათვის,რომ მცირე და საშუალო კატეგორიის ბიზნესს გაუმარტივოს ბაზარზე სამეწარმეო საქმიანობა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, მოგვცა საშუალება ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის.  
„აბაკელების“ პროფესიონალიზმი და საკითხისადმი თანამედროვე მიდგომა, ეხმარება მეწარმეებს მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები, რაც ბევრად უფრო ეფექტურს ხდის მათ საქმიანობას. 
დღეისათვის კომპანია რამდენიმე მიმართულებით (ბუღალტერია, ფინანსები, იურიდიული მომსახურება და სხვა) მომსახურებას უწევს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.  
 
ამ ეტაპისათვის კომპანია აბაკი  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 
  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ყოველდღიური საბუღალტრო გატარებების ფინანსური აღრიცხვა (ORIS, ბალანსი) 
  • საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი; 
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება; 
  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია; 
  • დამკვეთისთვის რეპორტების მომზადება. 
 
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით; 
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; 
  • ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; 
  • ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; 
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ს -ში მუშაობის გამოცდილება (პროგრამა „ბალანსში“ მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; (Mc. Word , Mc. Excel) 
  • ACCA -ის პირველი და მეორე დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად. 
  
პიროვნული თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. 
  
ხელფასი: 800-1000 ლარი. (შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის თავზე, ჩაირთვება საბონუსე სისტემა )  

ფიქსირებული  ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  2023 წლის  10 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@abaki.ge    

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
 
  
 
 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
მცხეთა, სხვა