მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 22 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"ენთები" წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 350-ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.  
ენთები აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე. 

თუ გსურს დასაქმდე წამყვან აუთსორს ბუღალტრულ კომპანიაში, სადაც არ მოგაკლდება საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები, პროფესიულად განვითარდები და გეყოლება მეგობრული გუნდი,  აუცილებლად გამოგვიგზავნე რეზიუმე 
განაკვეთი: სრული 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი; 
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად. 
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი; 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი; 
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი; 
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი; 
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება; 
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება; 
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები. 
  
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; 
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • უპირატესობა მიენიჭება  საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა; 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა:  (Excel ცოდნა სავალდებულოა); 
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. 

პიროვნული თვისებები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: g.dadiani@ants.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი