საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,თურქული
24 იან - 22 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"Caucas Transport Solutions - CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართელოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. 
"Caucas Transport Solutions - CTS " ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო ,საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით. 
 
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.ctsco.ge 
  
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Caucas Transport Solutions - CTS " აცხადებს  ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე    
 

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები: 
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება; 
  • დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით; 
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი; 
  • არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა; 
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება; 
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან; 
  • ანალიზი და რეპორტინგი; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება ; 
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში; (სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office and E-mail); 
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ( თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი 
 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. 
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00) 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა , გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge  საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს. 
აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით, 
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი