მითერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
24 იან - 22 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში, მითერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კლინიკაში შემოსულ პაციენტებთან კომუნიკაცია და კლინიკის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • პაციენტების ინფორმირება-დახმარება, შესაბამისი რიგის ნომრის აღების შესახებ;
  • პაციენტების რიგის მართვა;
  • პირველის სართულის წესრიგზე და იერსახეზე მუდმივი ზრუნვა;
  • ანალიზებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, კომპეტენციის ფარგლებში, პაციენტებისთვის პასუხის გაცემა (ანალიზების ფასები, მასალის აღების წესები, პასუხის მიღების დრო და მსგავსი);
  • ფოსტის მიღება, დოკუმენტაციის ჩაბარება, დახარისხება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული;

რას გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.
სამედიცინო
რეგისტრატურა