ლაბორანტი
- სრული განაკვეთი
- მაგისტრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
23 იან - 22 თებ
ვიპ


თოდუას
კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე მოლეკულური დიაგნოსტიკის განყოფილებაში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიაში ან ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში;
- პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში, პჯრ რეაქციის პრინციპების ცოდნა;
- თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკის მუშაობის პრინციპებისა და გამოყენების წესების ფლობა;
- ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატივების დაცვის პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- მასალის ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადება;
- ლაბორატორიული ანალიზების, კვლევების და ტესტირებების ჩატარება კლინიკაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- ლაბორატორიული აპარატურის მზადყოფნაში მოყვანა და ექსპლუატაცია;
- პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი: 09:00-დან 17:00-მდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
- ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. 13
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია