თარიღები: 23 ივლ - 21 აგვ
მდებარეობა: სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: tantadze@iom.int
ტელეფონი: 995 577 43 46 44
სამშენებლო, უძრავი ქონება:  კედლის ლესვა მშენებლობა(ზოგადი)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)ხორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი, ასევე სარეზერვო თანხა ანგარიშზე  - 400 ევრო), ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით, რომლის ორგანიზებაში გეხმარებათ IOM.

 

ვაკანსია:

  •  მლესავი (თაბაშირით და ქვიშით)

 

სამუშაო ადგილი:  

  • ლოძი (პოლონეთი)

 

სამუშაოს აღწერა:

  • შიდა ლესვითი სამუშაოები თაბაშირით და სილით, კედლების ე.წ. „მაიაკში გამოყვანა“, კუთხეების გამოყვანა და ჭერის ლესვა. ძირითადი სამუშაოები უნდა შესრულდეს სპეციალური საფრქვევი სალესი აპარატის მეშვეობით. შესაბამისად, ლესვასთან ერთად  აუცილებელია აღნიშნული აპარატის მომსახურების ცოდნა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მლესავად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი).

 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი. განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.  

 

სამუშაო პირობები

სამუშაო დრო:

  • კვირაში -6 დღე; დღეში  -10 სთ (შაბათს - 5 სთ).
  • შესვენება -1 საათი
  • დასვენების დღე  (კვირაში - 1 დღე).

 

სამუშაო რეჟიმი:

  • 7-დან 17 საათამდე

 

გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე

  • გამოსაცდელ პერიოდში: 1მ2 გალესვისთვის - 10 პოლონური ზლოტი (დაახ. 2,5 ევრო) ხელზე ასაღები.
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1მ2 გალესვისთვის - 13 პოლონური ზლოტი

 

ანაზღაურება

  • (დაახ. 3 ევრო) ხელზე ასაღები.
  • ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.  დღიური ნორმაა 20-25 მ2 (შესაძლებელია ნორმის გადაჭარბებაც).
  • ხელფასის გადახდა:  თვეში ერთხელ.

 

სამუშაო ხელშეკრულების ხანგრძლივობა:

  • 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 1 წლამდე და მეტი ხანგრძლივობით.

 

სოციალური პირობები

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა: საერთო საცხოვრებელი - 1 კაცზე 450 პოლონური ზლოტი თვეში (დაახ. 100-110 ევრო).
  • სამედიცინო დაზღვევა: სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

 

ზოგადი მოთხოვნები:

  • უცხო ენა:  რუსული- საშუალო დონეზე, ინგლისური - ელემენტარულ დონეზე.
  • სქესი: მამაკაცი.
  • ასაკი: მნიშვნელობა არა აქვს.

 

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.  

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში, 9-დან 17 საათამდე  ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955;  მობ.:+995 577 43 46 44

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს.

მსგავსი განცხადებები
International and / or Local Municipal Solid Waste Engineer

ბალტიის ბიზნეს განვითარება


13 აგვ - 11 სექ

Maintenance Supervisor

US Embassy Tbilisi


14 აგვ - 28 აგვ

Maintenance Supervisor

US Embassy Tbilisi


14 აგვ - 28 აგვ

გენერალური მენეჯერი რუსთავში

ბაუმარკეტი


15 აგვ - 13 სექ

დამხმარე მუშა ბათუმში

ზაზინანაპურალი


02 აგვ - 31 აგვ

დამხმარე მუშა კვარიათში

სასტუმრო კვარიათი ჰილს


13 აგვ - 09 სექ

დასაქმება ლეგალურად ევროპაში, კანადასა და ამერიკაში

ი/მ დავით კაპანაძე


04 აგვ - 02 სექ