E-Commerce მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ინგლისური
20 იან - 19 თებ
სტანდარტი


ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას E-Commerce მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის, ტელეფონის და ჩათის საშუალებით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა; ფუნქციების დელეგირება და შესრულების კონტროლი
- პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა.
- ინტერნეტ მაღაზიაში განსათავსებელი პროდუქციიის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- 1C პროგრამის ცოდნა სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიული და მოტივირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი ;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge სათაურის ველში ( Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი