საწყობის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
20 იან - დღეს
სტარტი
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს საწყობის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა - (ტრანსპორტირება მეტრო სარაჯიშვილიდან)
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა;
- მასალების გაცემის დამიღების პროცედურის დაცვა;
- მასალების ვადის კონტროლი;
- საწყობის ნაშთების კონტროლი;
- პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი;
- წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 თებერვალი, 2023 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/sawyobis-specialisti/836 დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 591082482
სს „ევექსის ჰოსპიტლები“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი