ელექტრონიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული,გერმანული
04 თებ - 19 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია  ,,არგო ანურია” აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკოსის  პოზიციაზე  არგოს საბაგირო გზაზე. 
  
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია პერსპექტიული, კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. 
                             
ძირითადი მოვალეობები: 
  • უზრუნველჰყოფს საბაგირო  გზის  ელექტრო დანადგარებში  ავტომატიკისა  და 
  • ელექტრონული  მოწყობილობების  გამართულობასა  და უსაფრთხო  ექსპლუატაციას. 
  • უზრუნველყოფს საბაგირო გზაზე შესაძლო საფრთხის აღმოჩენას და ატარებს ღონისძიებებს მის აღმოსაფხვრელად; 
  
 ძირითადი მოთხოვნები: 
  • ტექნიკური რუსული , ინგლისური  ან გერმენული ენის ცოდნა; 
  • უნდა შეეძლოს  მაღლივი   სამუშაოების  შესრულება მზიდ ანძებზე, 
  • ელექტრონიკოსის  პოზიციაზე  მუშაობის  გამოცდილება; 
  • დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი; 
  • უმაღლესი ან საშუალო  ტექნიკური   განათლება,  ელექტრონიკის  ინჟინერიის ან  მსგსვსი (ავტომატიკა,  რადიოტექნიკა და სხვა სპეციალობით ); 
  • ელექტრონული  მოწყობილობების  პრინციპიალური  სქემების  წაკითხვის  უნარი. 
  • ტექნიკურ  დოკუმენტაციასთან  მუშაობის  უნარი. 
 
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია „არგო ანურია“ თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: 
  • კვებითი უზრუნველყოფა 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით 
  • ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურება 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა 
  • 50 %–იანი ფასდაკლება 
    • ნეფელე სქაი ბარში 
    • თანდილა ლობი ბარში 
    • ეფორია სპაში 
  
  
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  hr@bellevuebatumi.com,  გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ელექტრონიკოსი “. 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება 
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან კომპანია ,,არგო”-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. 
კომპანია „არგო ანურია“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
  
 
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა),
ელექტრო მემონტაჟე
ინჟინერია
ელექტროინჟინერია
მსგავსი განცხადებები
რუსთავი
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა