უფროსი საბარათე სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური
18 იან - 17 თებ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას უფროსი საბარათე სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში. 
 
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“
 
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

საქმიანობის აღწერა: 
  • საბართე ტრანზაქციების მონიტორინგი და შესაბამისი პერიოდული რეპორტინგი;
  • MasterCard-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლეების (Announcements/Publications/Edits) მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება;
  • პროცესების შესაბამისად, ქოლ ცენტრის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ანგარიშსწორების მონიტორინგი (ნაშთები, ინვოისები..);
  • ბარათების ემისიასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
  • საბარათე სისტემის ფუნქციონირებისა და პროცესების ცოდნა - აღნიშნულ სფეროში, საშუალოდ, 1- 2 წლიანი გამოცდილება; 
  • Mastercard პორტალზე მუშაობის გამოცდილება. 

უპირატესობა მიენიჭებათ:
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; 
  • UFC-ს (საპროცესინგო ცენტრი) პროგრამებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. 

უნარები: 
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • საქმის ვადებში შესრულების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ მონაცემები მისამართზე vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 18 თებერვლამდე, სათაურით „უფროსი საბარათე სპეციალისტი.“

კომპანია ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
პლასტიკური ბარათები
მსგავსი განცხადებები