- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული


კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
კომპანია ‘’ზოდი’’ 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
ფუნქცია- მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზების მომზადება მათი საჭიროებიდან გამომდინარე;
- კორპორატიული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთავაზებების ჩამოყალიბება;
- კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშრება, მოლაპარაკება და შეთავაზების გაკეთება;
- არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
- ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი;
- კორპორატიული კლიენტებისთვის გაყიდვების შემდგომი საკითხების მოგვარება
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ლოკაცია - ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი #20
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო დღეები - 5 სამუშაო დღე.
სამუშაო საათები - 09:30-18:30
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
მზარდ საბონუსე სისტემას;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!