საკურიერო სამსახურში კურიერი
- სრული განაკვეთი
- 1300
- მართვის მოწმობაA,A1
06 თებ - 16 თებ
სტარტი


შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურში კურიერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი :
- I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;
- II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა ან CV საფუძველზე;
- გასაუბრება;
- ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი .
ადმინისტრაცია
კურიერი