არქიტექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
02 თებ - 16 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია ნიუ ჰაუსი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

 

სამშენბლო კომპანია „ნიუ ჰაუსი“, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო სექტორში. გვაქვს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. კომპანია ყოველდღე ვითარდება და ფართოვდება, ამიტომ ვეძებთ ახალი გუნდის წევრს, რომელიც  სრულად იქნება კომპანიის  განვითარებაში ჩართული.  

ფუნქცია-მოვალეობები 
  • არქიტექტურული პროექტის შედგენა 
  • მუშა ნახაზების შედგენა  
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება; 
  • რენდერების შედგენა 
  • ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება; 
  • შენობის/ფართის ფასადის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; 
  • არსებული პროექტების კორექტირება და ცვლილება 
  • ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება. 
  • საჭირო ორგანიზაციებში პროცესების ორგანიზება და მართვა. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • ArchiCAD; AutoCAD, photoshop-ის პროგრამების ცოდნა; 
  • Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია; 
  • 3D Max ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
 
აუცილებელი  პიროვნული თვისებები  და  უნარები: 
  • დროის ეფექტური მართვა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; 
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე: 
  • როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; 
  • სიახლეების ათვისების უნარი; 
  • ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები; 
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი; 
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული; 
  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  
  
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:  newhousedevelopment2017@gmail.com
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი