კონსტრუქტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
17 იან - 16 თებ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ქ. თბილისი. ადამ მიცკევიჩის 27 ბ

საპროექტო-სამშენებლო კომპანიანიუ ქორნერდაარსდა 2007 წელს და 15 წლის განმავლობაში ვქმნით არქიტექტურულ პროექტებს და ვაშენებთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობებს.

 

https://ncorner.ge/

 

ნიუ ქორნერში ვეძებთ კონსტრუქტორს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

 

სამუშაო ადგილი: . თბილისი. ადამ მიცკევიჩის 27

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი, (1 საათი შესვენება)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სპეციფიკურ პროგრამებში ნახაზების მომზადება, პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება;
  •  სამშენებლო პროექტის არქიტექტურული ნაწილის დეტალური წაკითხვა-შესწავლა;
  • სამშენებლო სამუშაოების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • მოცულობათა უწყისის შედგენა, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა, კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით, მისაღებია მაგისტრატურის სტუდენტები და ასევე ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ვინც შეძლებს სწავლა შეუთავსოს მოცემულ სამუშაო საათებს;
  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სახაზავი და საანგარიშო პროგრამების AutoCAD, LIRA-SAPR-ის ან SAP 2000-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ArchiCAD, 3D Max, Revit).
  • სასურველია ევროკოდების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • ერთი თვე გამოსაცდელი პერიოდი, ანაზღაურების გარეშე. გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში მოხდება ურთიერთგაცნობა და დაკვირვება კანდიდატის პროფესიულ და პიროვნულ უნარებზე, რის შემდეგაც განისაზღვრება ანაზღაურება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო, შემდეგ მისამართზეinfo@ncorner.ge

 

თქვენ მიერ, რეზიუმეს და პორტფოლიოს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ნიუ ქორნერ"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით. ამ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
კონსტრუქტორი