ქსელის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
17 იან - 16 თებ
საავტომობილო კომპანია New Auto Motors აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე:
გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
ადგილმდებარეობა: თბილისი,ხოშარაულის 30.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელის მენეჯმენტი (პერსონალის მართვა და კონტროლი);
- ფილიალების ყოველდღიური მონიტორინგი;
- მომსახურების ხარისხზე კონტროლი და ზედამხედველობა;
- ქსელის განვითარების შესახებ ანგარიშგების წარდგენა ხელმძღვანელობის წინაშე;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
- ყოველთვიურად აღწერისა და რეპორტების მომზადება;
- ახალი თანამშრომლების ორიენტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
კომპეტენციები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: maribazandarashvili@gmail.com სათაურის ველში ( Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)