შესყიდვების მენეჯერი
- მოქნილი გრაფიკი
- 2500 - 3000
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,თურქული
12 იან - 11 თებ
სტანდარტი


2012 წლიდან შპს „გენი“ აწარმოებს სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით და არის მრავალი უმსხვილესი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანია შპს „გენი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უმაღლესი ცოდნა-უნარი;
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ეკონომიკის განხრით;
- შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
- შესყიდვების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- მათემატიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
- მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
- ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
- გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
- ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
- შესასყიდი პროდუქციისა და მწარმოებლების კარგი ცოდნა;
- შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
- სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პირობები:
- განრიგი - სახლიდან დისტანციური მუშაობა
- ანაზღაურება - ფიქსირებული 2500 ლარი და ბონუსები
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი