შესყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 100
28 იან - 11 თებ
სტარტი


ონლაინ მაღაზია ოფისელი www.officell.ge აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- შეკვეთების ფორმირება;
- კომუნიკაცია მომწოდებელ კომპანიებთან;
- შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების მონიტორინგი;
- და სხვა საქმიანობა, რაც უკავშირდება შესყიდვების უზრუნველყოფას.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- უმაღლესი ბიზნეს ან ტექნიკური განათლება;
- გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
- საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- ახლის შეთვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე). სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი. ხელფასი 1000 ლარი.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge
მიუთითეთ ვაკანსია: შესყიდვების მენეჯერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი