სატელეფონო მხარდაჭერის ოპერატორი

თარიღები: 23 ივლ - 17 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
საბანკო:  ბანკის ოპერატორი საბანკო(ზოგადი)

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მხარდაჭერის ოპერატორის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
  • ელ. ფოსტისა და "chat"- ის საშუალებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • სტანდარტებისა და „გაიდლაინების“ შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
  • მომხმარებლების რეგისტრაცია და ბაზების სრულყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გამოკითხვა კვლევის კითხვარის შესაბამისად;
  • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • MS OFFICE კარგად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge .  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


03 აგვ - 17 აგვ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


03 აგვ - 17 აგვ

მიმღებ-შემფასებლი

საქართველოს ბანკი


02 აგვ - 23 აგვ

მოლარე - ოპერატორი

სილქ როუდ ბანკი


13 აგვ - 20 აგვ

მოლარე/ მოლარე-ოპერატორი სამეგრელოს რეგიონში

ლიბერთი ბანკი


20 ივლ - 18 აგვ

მოლარე/ მოლარე-ოპერატორი ქვემო ქართლის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


20 ივლ - 18 აგვ

მოლარე/მოლარე-ოპერატორი /სარეზერვო თანამშრომელი

თიბისი ბანკი


15 აგვ - 13 სექ