- სრული განაკვეთი
- 600 - 600
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული


პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მბეჭდავი ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1
გრაფიკი: ორშ-პარ 09:30-18:30, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: 600 (გაზრდის პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქციები:
- ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზების ბეჭდვა;
- კონტრაქტორ კლინიკაში დიაგნოზების გაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატს შეეძლოს სწრაფად ბეჭდვა (უშეცდომოდ/მინიმალური შეცდომებით);
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@pathlab.ge ან m.londrishvili@pathlab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მბეჭდავი ოპერატორი“
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.