- სრული განაკვეთი
- 1200 - 1800
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული


ლოიალ ფართნერს წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ღირებულებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, რაც თანამშრომლებს თანაბარ საშუალებას აძლევს გამოავლინონ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.
ლოიალ ფართნერს აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო გადარიცხვების ორგანიზება;
- იმპორტის ოპერაციების და სხვა საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
- საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
- პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- დამკვეთისთვის რეპორტების მომზადება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად,
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ხელფასი: 1200 -1800 ლარი. ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.