პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
16 იან - 11 თებ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ექსპერტის პოზიციაზე. 

სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო სესხებს.  
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება; 
  • დავალიანების დაფარვის მიზნით, პრობლემურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება; 
  • ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან  სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით); 
  • ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;  
  • სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა ( B კატეგორია); 
  • აუცილებელია  კანდიდატს ყავდეს საკუთარი ავტომობილი. 
 
დამატებითი უნარები: 
  • მოლაპარაკების ეფექტური წარმართვის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პრინციპულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;  გთხოვთ, სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა დასახელება. 
შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 
საბანკო
პრობლემური სესხების ოფიცერი