მომხმარებელთა მრჩეველი
BMW და Mini
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
11 იან - 10 თებ
სტანდარტი


BMW და Mini - ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩეველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსულ მომხმარებლებთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
- კომპანიაში შემოსული მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
- მომხმარებლების ჩაწერა შესაბამისი სერვისის მისაღებად იდენტიფიცირებული პრობლემებისა და ზუსტი დროის მითითებით;
- მომხმარებლის და მომავალი ვიზიტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და მონაცემების ჩანიშვნა;
- ჩაწერილ მომხმარებლებთან ვიზიტამდე 2 საათით ადრე ზარის განხორციელება ვიზიტის შეხსენების და დაზუსტების მიზნით;
- მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული სატელეფონო შეკითხვების რეგისტრაცია, შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება და უკუკავშირის მონიტორინგი;
- არსებული მონაცემთა ბაზის სიზუსტის მონიტორინგი, ყოველი ვიზიტისას ბაზაში არსებული მომხმარებლის მონაცემების გადამოწმება (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, სახელმწიფო ნომერი და ა.შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მომხმარებელთა მრჩეველი.
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)