შუშის მწმენდავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
25 იან - 09 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, შუშის მწმენდავის პოზიციაზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული შუშების წმენდა
  • სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა
  • დასუფთავების ინვენტარის შენახვა/გაფრთხილება
  • კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("შუშის მწმენდავი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
დასუფთავება
ფასადების/ვიტრინების დასუფთავება
მსგავსი განცხადებები