მძღოლი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 800 - 800 + ბონუსი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
25 იან - 09 თებ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, მძღოლის პოზიციაზე.  

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ავტომანქანის მართვა და სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა 
  • გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა 
  • ავტომობილის ტექნიკური მომსახურეობა (საწვავით მომარაგება, გარეცხვა, ზეთით გამართვა და სხვა.) 
  • დათქმულ დროს ავტომობილის დროული მიყვანა დანიშნულების ადგილამდე 
  • საწვავის ხარჯის სისტემატიური აღრიცხვა. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორიის) 
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაციის დამყარების უნარი 
  • მძღოლის ქცევის ეტიკეტის ცოდნა. 

 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას 
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის 
  • თბილ და მეგობრულ გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვებით უზრუნველყოფას 
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას. 

 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10 

გრაფიკი : 12 საათიანი ცვლა 

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი 

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (“მძღოლი“), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს! 

ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი