კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი საირმეში
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
20 იან - 04 თებ
სტარტი


კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა:კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი:სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მენიუების დანერგვა, ფასთაწარმოება;
- სტუმრების მოთხოვნების იდენტიფიცირება და პროაქტიულად შესაბამისი აქტივობების განხორციელება,
- სტუმრებისგან შემოსული უარყოფითი შეფასებების მინიმიზაცია;
- F&B-ის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
- პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა;
- გაყიდვების მამოტივირებელი აქტივობების დაგეგმვა;
- დეპარტამენტის მაკონტროლებელი პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება;
- საბანკეტო და საკონფერენციო მოთხოვნების კოორდინაცია: შეთავაზებები, ღონისძიებების დაგეგმვა;
- F&B დეპარტამენტის ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება;
- ბარის კონტროლის მექანიზმის შემუშავება/დანერგვა;
- სერვისის ხარისხის კონტროლი;
- შეფ-მზარეულთან კოორდინირებული მუშაობა;
- მომსახურე პერსონალის ტრენინგი და განვითარება;
- უნიფორმების და მომსახურე პერსონალის ჰიგიენური ნორმების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
- ყოველთვიური ინვენტარიზაციის კონტროლი;
- დეპარტამენტების დაკომპლექტება, კადრების შერჩევის პროცესში ჩართულობა, კადრების გადინების მინიმიზაცია და თანამშრომლების საქმიანობის მართვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, Powerpoint);
- სასურველია პროგრამა Micro-ის ცოდნა;
უნარ/ჩვევები
- გუნდის ლიდერობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული მეტყველება;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
- პოზიტიურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge ან k.kokhodze@sairmeresort.ge
შ.პ.ს. ‘’კურორტი საირმე’’ გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვებისა და სასმელების მენეჯერი