მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
19 იან - 03 თებ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
ჩვენი კომპანიის შესახებ:  
ჩვენი პროფილია ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზარზე. 
2016 წლიდან დღემდე გვაქვს გაყიდვები მსოფლიოს 25 ქვეყანაში, რაც საქართველოში უანალოგოა მიუხედავად აქ არსებული ფარმაცევტული კომპანიების სიდიდისა. 

იორ დრაგზ ფარმა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
 

მოვალეობები  
  • სამიზნე ბაზრის შერჩევა 
  • არსებული და სამიზნე ბაზრის კვლევა.  
  • ბაზრების პოტენციალის ათვისების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება  
  • მარკეტინგული ტექნიკის და მეთოდიკის შერჩევა თითოეული ბაზრის სპეციფიკის მიხედვით 
  • გაყიდვების ინდივიდუალური და საერთო გეგმის შემუშავება 
  • გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; 
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელება 
  • სარეკლამო მასალებისთვის შინაარსის შექმნა  
  • სარეკლამო მასალების ხარისხიანად და დროულად მომზადების უზრუნველყოფა;  
  • ინდივიდუალური და საერთო პოზიციონირების შექმნა გაყიდვების ჯგუფისთვის 
  • მოკლე და სრული პრეზენტაციების შექმნა სამიზნე ქვეყნის/რეგიონის სპეციფიკის შესაბამისად  
  • პრეზენტაციების, ღონისძიებების  და ა.შ.  დაგეგმვა, განხორციელება;  
  • ახალი პროდუქტების შეთავაზების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;  
  • ვიპ კლიენტების მხარდაჭერის და მართვის სტრატეგიის შექმნა და მასში მონაწილეობა  
  • გაყიდვების ვარდნის რისკების ანალიზი, გამოვლენა, რეპორტი და პრევენციის საშუალებების შექმნა 
  • გაყიდვების ჯგუფის მართვა 
  • რეპორტინგის წარმოება;  
 
 
აუცილებელი მოთხოვნები 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგში ან მსგავს სფეროში);  
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი აქედან მინიმუმ 1 წელი მარკეტინგის მიმართულებით;  
  • მოლაპარაკების ტექნიკების ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);  
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;  
  • სასურველია რუსული ენის. 
 
სასურველი უნარები 
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი 
  • კონფლიქტური გარემოს მართვის და მეგობრულ გარემოდ გარდაქმნის უნარი  
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი 
  • აქტივობების ორგანიზების და მართვის უნარი 
 
 
ანაზღაურება შეთანხმებით: 
  • გაყიდვების ჯგუფის წარმატებული თანამშრომლის წლიური შემოსავალი მერყეობს 60 დან 150 000 ლარამდე წელიწადში. 
  • თქვენი შემოსავალი მოვალეობის კარგად შესრულების შემთხვევაში იქნება მეტი. 
  • შესათანხმებელია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურების და პრემიალური შემოსავლის თანაფარდობა. 
  • კადრი სხვა ქალაქებიდან უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით. 
 



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
International Company Prime Compliance Limited
თბილისი