გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე თბილისში

თარიღები: 20 ივლ - 18 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@zarapxana.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი საცალო კლიენტთა მომსახურება

ზარაფხანა 1939 წლიდან შეუბღალავად ინარჩუნებს და ანვითარებს  მრავალსაუკუნოვან ქართულ საიუველირო მემკვიდრეობას. საოქრომჭედლო ტრადიციების, იუველირ-დიზაინერების პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესის იდეალური ბალანსი საიუველირო სფეროში ზარაფხანას უპირობო ლიდერის პოზიციაზე აყენებს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფრომაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე www.zarapxana.ge

საიუველირო კომპანია ზარაფხანა აცხადებს ვაკანსიას, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარეს პოზიციაზე

ადგილმდებარეობა,  ქ. თბილისი, საცალო ქსელის სამსახური

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრიორიტეტულია, უმაღლესი განათლება;
  • პრიორიტეტულია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამკაულის მცოდნე და საიუველირო სფეროში გამოცდილ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა;
  • სავალდებულოა, ინგლისურისა და რუსულის ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პრიორიტეტულია რომელიმე სააღრიცხვო ან საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
  • პრიორიტეტულია მიღებული საკვალიფიკაციო ტრენინგები და კურსები გაყიდვების კუთხით;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ვერბალური და წერლობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელთან პროდუქტის პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზაბელური;
  • შრომისმოყვარე;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობის უნარი;

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ფიზიკური პირების მომსახურეობა, პროდუქტის რეალიზება, თანმდევი გაყიდვები;
  • ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი,ადმინისტრირება;
  • არსებულ მომხმარებელებთან ურთიერთობის გაგრძელება და სერვისის დახვეწა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია,სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

საიუველირო კომპანია ზარაფხანა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია ზარაფხანაში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zarapxana.ge

მსგავსი განცხადებები
გარე გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი

თოლია


13 აგვ - 11 სექ

გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე ბათუმში

ზარაფხანა


20 ივლ - 18 აგვ

კონსულტანტი

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


06 აგვ - 04 სექ

კონსულტანტი

სალამანდრა


08 აგვ - 06 სექ

კონსულტანტი ხელვაჩაურში

Dar Capital


16 აგვ - 14 სექ

მოლარე

Carrefour Georgia


14 აგვ - 12 სექ

მოლარე

ბი-ემ-სი გორგია


07 აგვ - 17 აგვ