საბითუმო დეპარტამენტში მოლარე-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
25 ნოე - 25 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  საბითუმო დეპარტამენტში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;  

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1 

სამუშაოს ტიპი  -  სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე). 

ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა 

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;  
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე; 
  • ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • 1C პროგრამაში რეალიზაციების წარმოება; 
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
  • შეკვეთების პროგრამული დამუშავება; 
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების  წესების სრული დაცვით წარმოება; 
  • სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა და პროგრამული გატარება. 
  • გაყიდული პროდუქციის სწორად გაცემის კონტროლი; 

 

ზუმერი გთავაზობთ: 

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,საბითუმო დეპარტამენტში მოლარე-ოპერატორი". 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

 

გისურვებთ წარმატებას! 

 

გაყიდვები
საბითუმო ვაჭრობა,
მოლარე