გაყიდვების კონსულტანტი
თელავი
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
25 ნოე - 25 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე ქ. თელავში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
  •  გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
  •  ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
  •  შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  •  შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
  •  გასცეს გაყიდული საქონელი;
  •  საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
  •  მონაწილეობა მიიღოს ინვეტარიზაციაში;
  •  შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახუროებრივი დავალებები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
  •  საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  •  კომუნუკაბელურობა;
  •  თავაზიანობა;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დისციპლინირებულობა;
  •  პედანტურობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • სამუშაო გრაფიკი - სრული; 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 დეკემბერი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი თელავი“

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი