გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 25 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო-სარემონტო კომპანია დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის მიზანი, მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით, ძლიერი და ერთიანი გუნდის შენარჩუნებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია პოტენციური კლიენტების შესახებ;
  •  კლიენტების ბაზის შექმნა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
  •  კლიენტებისათვის სხვადასხვა შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  •  შეხვედრების ორგანიზება;
  •  გაყიდვების პროგრამის განვითარება და კონტროლის განხორციელება;
  •  მარკეტინგული გეგმების შექმნა და კონტროლი;
  •  ბაზრის მუდმივი კვლევა;
  •  პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
  •  ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში, გაყიდვების მენეჯერად;
  •  გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე /CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია „დეკოლაინი“-ს მიერ საქრთველოს მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი