ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური
25 ნოე - 25 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

LLC Miracle მოღვაწეობა ქალაქ ბათუმში დაიწყო 2021წლიდან. ის ფლობს საქართველოში სათამაშო ლიცენზიას Live კაზინოსა და ონლაინ კაზინოს სათამაშო ბიზნესისთვის. შპს Miracle გთავაზობთ ყველაზე კლასიკურ და თანამედროვე პროცესებს Live კაზინოსთვის, სრულყოფილ და მოწინავე სათამაშო პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენი ონლიან კაზინოსთვის. ჩვენ შევქმენით პროფესიონალი სათამაშო ინდუსტრიის არქიტექტორებისა და  ექსპერტების დახმარებით  თანამედროვე სათამაშო პლატფორმა. თუ ხართ პოზიტიური, აქტიური, კრეატიული და ეძებთ სტაბილურ სამსახურს, მაშინ თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! ერთად სასწაულების მოხდენა შეგვიძლია! 

შპს Miracle   აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ბუღალტერი

 

ბუღალტრის ძირითადი მოვალეობები: 

  • ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება; 
  • მომსახურების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი ანგარიშსწორების კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში); 
  • ორგანიზაციის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიაში მოქმედი წესების, აღრიცხვის ადგილობრივი მარეგულირებლების მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 
  • ყოველთვიური / წლიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა; 
  • საგადასახადო, მარეგულირებელ ორგანოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა; 
  • პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა / დამუშავება; 
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება / დახარისხება; 
  • RS.GE-ზე მიღებული / გაწერილი  სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურება / ატვირთვა;   
  • დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების კონტროლი; 
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა დავალებების შესრულება; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ინგლისური ენის ცოდნა (B2) 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა 
  • პუნქტუალურობა 

 

ბენეფიტები:  

  • ინდივიდუალური კარიერისა და განვითარების შესაძლებლობები; 
  • ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვება. 

 

სამუშაო გრაფიკი : 5/2  09:00 – 18:00 

მდებარეობა: ბათუმი 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@themiraclellc.com

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
ბათუმი
საბუღალტრო კომპანია