განვითარებისა და მონაცემთა ანალიტიკის განყოფილების უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
25 ნოე - 12 დეკ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანიას  რეპორტინგის განვითარებისა და მონაცემთა ანალიტიკის განყოფილების უფროსის პოზიციაზე

დამსაქმებელი: სს „კრედო ბანკი“

პოზიცია: რეპორტინგის განვითარებისა და მონაცემთა ანალიტიკის განყოფილების უფროსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27

„კრედო ბანკი“ 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

 

კანდიდატს ვთავაზობთ:

  •  სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  •  პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  •  კორპორატიულ ღონისძიებებს;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტი;

 

პოზიციის მიზანი:

სს „კრედო ბანკის“ მიზნების შესაბამისად რეპორტინგის განვითარება და მონაცემთა ანალიზის უზრუნველყოფა.

გრაფიკი: სტანდარტული 8 საათიანი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00_18:00 ან 10:00_19:00 საათამდე)

 

ძირითადი პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

  •  მონაცემთა საცავის შექმნის კოორდინირება;
  •  Live მონაცემთა ბაზების DWH-ში კონსოლიდაციის ადმინისტრირება და ინიციატივების ეფექტური მართვა;
  •  ახალი პროდუქტების, პროცესებისა და არსებულში ცვლილების გათავლისწინებით მონაცემთა საცავში ინტეგრაცია კონტროლი;
  •  რეპორტების პორტფელის მართვა, შესრულების ვადების და ხარისხის კონტროლი;
  •  პროექტის ფარგლებში ბიზნესთან, დამკვეთებთან და ანალიტიკოსებთან რეპორტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და კოორდინირება;
  •  ბიზნეს პრობლემების და მოთხოვნების იდენტიფიკაცია და მონაცემების მოდელის გაანალიზება. არსებული პროცესებისა და რეპორტების განხილვა/შედარება და ამის შედეგად სათანადო, ოპტიმალური და კონსტრუქციული გადაჭრის გზების შეთავაზება/რეკომენდაციის მიცემა.
  •  ბიზნესის მოთხოვნის/დაკვეთის ტექნიკურ შესრულებაზე ზედამხედველობა;
  •  დაკვეთის დეტალებში გასარკვევად მოთხოვნაში ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  •  დაკვეთის/მოთხოვნის ვადების დადგენა, შემსრულებელი პირის/პირების და მათი რესურსის ფორმირება;
  •  დაკვეთასთან/მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ცვლილებების მართვა;
  •  კომპანიაში არსებული რეპორტების მხარდაჭერა, ასევე მათი ტესტირების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა.
  •  დაკვეთის/მოთხოვნის სისრულეში მოყვანა და დამკვეთისთვის ჩაბარება ;
  •  მოთხვნილი დაკვეთების ფარგლებში მის ხელთ არსებული მონაცემების დაცვა.
  •  განსხვავებული პროექტების/რეპორტების პარალელურად მართვა და ანალიზი;
  •  ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა, პასუხისმგებლობის და საჭიროების ფარგლებში;
  •  კომპანიის პერსონალთან სათანადო კომუნიკაციის წარმოება;
  •  მოთხოვნისამებრ, დამატებით მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადმინისტრაციული და დაგეგმარებითი სამუშაოს განხორციელება.
  •  გუნდის წევრების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა, ცოდნის ნაკლოვანებების გამოვლენა და ტრენინგების დაგეგმვა;
  •  ანალიტიკური და მონაცემთა დამუშავების ახალი პრაქტიკების და საჭიროებების შესწავლა;
  •  მიღებული სიახლეებისა და ახალი პრაქტიკის გაზიარება შესაბამისი პირებისათვის;
  •  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა, ანალიზი და გაზიარება გუნდის წევრებისათვის;
  •  განყოფილებისათვის მეთოდოლოგიის, პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/დანერგვა/ცვლილება;
  •  სამუშაო აღწერილობების მომზადება და განახლება დაქვემდებარებული პოზიციებისთვის;
  •  განვითარებისა და მიმდინარე სტატუსების შესახებ რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელთან;

 

ცოდა, კვალიფიკაცია,უნარები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  •  საბანკო სექტორში, მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, ბიზნესის ანალიტიკოსის, მონაცემტა ანალიტიკოსის, მონაცემთა მეცნიერის ან/და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
  •  ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
  •  ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
  •  მომსახურებაზე ორიენტირებული;
  •  ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  •  საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა;
  •  ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
  •  სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში და დინამიუს სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  •  კონფლიქტების მართვის უნარი, პოზიტიური და მიუკერძოებელი გზებით;
  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადადით ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმა

ვაკანსიის დედლაინია: 11 დეკემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
ანალიტიკოსი (საბანკო)