HR მენეჯერი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
25 ნოე - 21 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595222774
მისამართი: მცხეთა, სოფ. ძეგვი

„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://fabrica1900.ge/

 

„ფაბრიკა 1900“ ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც უხელმძღვანელებს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებს და ვაცხადებთ ვაკანსიას, HR მენეჯერის თანამდებობაზე, შემდეგი პირობებით:

 

თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი:  მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • ანაზღაურების ტიპი:   მხოლოდ ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

 

ძირითადი მოვალეობები, რომელთა შესრულებაც გვსურს HR მენეჯერისგან:

  • კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ადამიანური რესურსების სტრატეგიების შემუშავება, განხორციელება;
  • კომპანიის მენეჯმენტთან ერთად კორპორაციული კულტურის შექმნა/შენარჩუნება - შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, კოორდინირება;
  • კომპანიის საკომპენსაციო, სამოტივაციო პოლიტიკების პერიოდული გადახედვა, ცვლილებების ინიცირება;
  • თანამშრომელთა პროფესიული/კარიერული განვითარების პროგრამების ინიცირება, დაგეგმვა, კოორდინირება;
  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პროცედურის შექმნა, არსებულის ცვლილება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა:
  • ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერულობის შემუშავება, ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების გადარჩევა, ბაზების წარმოება, გასაუბრებების ორგანიზება, შეთავაზებების მომზადება;
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • ახალი დაქირავებული/დაწინაურებული თანამშრომლების ადაპტირება-სოციალიზაციის პროცესის დაგეგმვა, შესაბამისი ჩართულობა, შესრულების მონიტორინგი;
  • ადამიანური რესურსების მართვასთან  დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა:
  • თანამშრომლების მონაცემთა ბაზის წარმოება, მუდმივი განახლება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება (ელექტრონული და მატერიალური სახით);
  • შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (ბრძანება, განცხადება, შრომითი კონტრაქტი, სამუშაო აღწერილობა, სხვადასხვა დამატებითი დოკუმენტი) მომზადება, განახლება, ადმინისტრირება;
  • დასვენების დღეების (შვებულება, თავისუფალი დღე), ბიულეტინების, მივლინებების, ადმინისტრირება შესაბამის სამუშაო პროგრამაში;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის/უბედური შემთხვევის დაზღვევის ადმინისტრირება;
  • ყოველთვიური ანაზღაურების დოკუმენტის მომზადება;
  • RS.GE-ზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მართვა;
  • მიმართულების ხელმძღვანელთა მხარდაჭერა, კონსულტირება გუნდის მართვის პროცესში (თანამშრომელთა შესრულების შეფასება, დისციპლინარული/წამახალისებელი აქტივობები, კარიერული განვითარება და სხვა);

 

პასუხისმგებლობები, რომლებიც დაეკისრება ჩვენი კომპანიის HR მენეჯერს

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საქართველოს შრომით კოდექსთან შესაბამისობა;
  • შინაგანაწესით განსაზღვრული რეგულაციების მონიტორინგი, სამართლაინობის უზრუნველყოფა;

 

მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სფეროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება (წარმოებაში იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
  • მნიშვნელოვანია, HR მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირების ან სოციალური მეცნიერებების სფეროში;
  • აუცილებელია, საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • აუცილებელია, MS Office (განსაკუთრებით EXCEL)-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დროისა და შესასრულებელი დავალებების ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემპათიურობა

 

ჩვენი კომპანია ახალ წევრს სთავაზობს:

  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობასა და განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრანსპორტირებას თბილისიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით;
  • სატელეფონო ხარჯის დაფარვას;
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
  • კვებას;

 

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
  • შესაბამისი წერითი დავალება;

 

თუ ჩვენთან არსებული ვაკანსია თქვენთვის საინტერესოა და მიიჩნევთ, რომ აკმაყოფილებთ თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, 20 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@Fabrica1900.ge რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - HR მენეჯერი.კომპანიის ან ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 595222774.

 

„ფაბრიკა 1900“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
საზღვარგარეთ