ქოლ-ცენტრისა და კონტენტის სპეციალისტი / სარეზერვო
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
30 ნოე - 25 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

 

ჩვენს გუნდში ვეძებთ დროებით/ სარეზერვო თანამშრომლებს ქოლ-ცენტრისა და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით! 

სარეზერვო თანამშრომელი იმუშავებს საჭიროების მიხედვით თვის განმავლობაში, რაზეც ინფორმაცია ექნება წინასწარ გუნდის ლიდის მიერ. 

ანაზღაურება ნახევარ განაკვეთზე (4 საათი) – 20 ლარი (ხელზე ასაღები)

ანაზღაურება სრულ განაკვეთზე (8 საათი) – 40 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა

 

სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება:

  • სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;
  • ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
  • დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • ელ-ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • საიტზე განთავსებული კონტენტის გადამოწმება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.  
 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი