საცალოს მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
25 ნოე - 17 დეკ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

 სს „კრედო  ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალოს მენეჯერი  

სამუშაო ადგილი:   თბილისი 

 

 

„კრედო  ბანკი“ 25 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. 

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.  

 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; 
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; 
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • პროფესიული ტრენინგები 

 

პოზიციის მიზანი:  

საცალოს მენეჯერი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის“ სერვის ცენტრის საბანკო მომსახურების გაწევაზე, ორგანიზაციის მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე; ასევე, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს სერვის ცენტრის საოპერაციო გუნდის თანამშრომლებისა და  საცალო კონსულების საქმიანობის ადმინისტრირება (ყოველდღიური დაგეგმვა, კოორდინირება, კონტროლი) , არსებული მომხმარებლის გააქტიურებისა და ახალი მომხმარებლის მოზიდვა, ონბორდინგი, ტრანზაქციების სტიმულირება.  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახლად დანერგილი პროდუქტებით ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • საბანკო მომსახურების პირობებში ცვლიელებების შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელება კლიენტთა მომსახურების თანამშრომლებს შორის (კლიენტთა მრჩეველებზე და მომსახურების კონსულტანტებზე); 
  • კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა; 
  • კლიენტთა მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების შორის ფუნქციების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა; 
  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;  
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას; 
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების,  გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა; 
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; 
  • კლიენტებისთვის ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; 
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება; 
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება; 
  • სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; 
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად; 
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება; 
  • კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; 
  • კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა. 
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე; 
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე; 
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა; 
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა; 
  • კლიენტების მოზიდვა და კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა; 
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება; 
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად; 
  • დაზიანებული ეროვნული ბანკნოტებისა და მონეტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სალაროს მუშაკებისთვის გადაცემა; 
  • მატერილალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება; 

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების და  საბანკო საქმის მიმართულებით; 
  • კლიენტთა მრჩევლად კრედო ბანკში მუდმივ შტატში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში საოპერაციო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;  
  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა; 
  • გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი; 
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; 
  • მენეჯერული ფუნქციების შესრულების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel); 
  • დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რესუსრების გადანაწილების და ორგანიზების უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 

განცხადების მიღების ვადა: 16 დეკემბერი, 2022 წელი 

 

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

 

#გახდიკრედოელი 

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
საცალო ბანკირი