ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 25 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

KFC საქართველო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე

პოზიციის სახელწოდება: ბუღალტერ-ოპერატორი

დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი

ანგარიშვალდებულება: უფროსი ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  •  შემოსავლების ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა;
  •  მისაღები თანხების სისწორის ყოველდღიური კონტროლი;
  •  სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
  •  საბანკო გადარიცხვების დავალებების შექმნა;
  •  საჭიროებისამებრ რეპორტინგი ანგარიშვალდებულ პირთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  •  სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  •  Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  •  საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
  •  ქართულ ენაზე გამართული და თავისუფალი მეტყველება და წერა;

 

პიროვნული თვისებები

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  •  დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პუნქტუალური.

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-იდან 18:00 საათამდე
  •  სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
  •  განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  •  გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ქართულ ენაზე (აუცილებლად მიუთითეთ მინიმუმ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემი) კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@ifc.ge

გთხოვთ, პოზიციის დასახელება - ბუღალტერ-ოპერატორი მიუთითოთ იმეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოსული CV-ების სიმრავლიდან გამომდინარე, KFC საქართველოს შერჩევის გუნდი, დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.

ჩვენ შრომით ურთიერთობებს ვაწარმოებთ მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის პრინციპით.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი