ბიზნესის ტრანსფორმაციის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ს.ს “ბაზისბანკი“  აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ტრანსფორმაციის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

 

მოვალეობები:

  • ბანკის სხვადასხვა ერთეულებთან კოოპერაცით ბიზნეს მიმართულებების სტრატეგიის დამუშავება და დამტკიცება;
  • ბიზნეს სტრატეგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი და გარკვეულ შემთხვევებში უშუალოდ მონაწილეობა;
  • ბიზნეს კლიენტთა კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
  • ბიზნეს მიმართულების ზრდის ან ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების ინიცირება, შესწავლა, მოდელების შექმნა და იმპლემენტაცია / მონიტორინგი;
  • ბიზნეს პროცესების შეფასება, შესაბამისი მეტრიკების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის თანამშრომლების მიერ მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის თანამშრომელთა შრომის ორგანიზაციის, ანაზღაურებისა და სტიმულირების სრულყოფის საკითხებზე პროექტების დამუშავება;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის თანამშრომელთა შრომითი დისციპლინის და ქცევის ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ბიზნესის ტრანსფორმაციის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლი, პრობლემური საკითხების ადმინისტრირება-გადაწყვეტა;
  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება უშუალო უფროსთან და დირექტორატთან.

 

მოთხოვნები:

  • არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში;
  • უმაღლესი განათლება;
  • წერითი, კომუნიკაციის უნარი პროფესიულ დონეზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022  წლის  9 დეკემბრის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

საბანკო
საბანკო(ზოგადი)