პოსტოპერაციული-ინტენსიური განყოფილების დღის ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
30 ნოე - 25 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. „კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს პოსტოპერაციული-ინტენსიური განყოფილების დღის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.

განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 სთ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პაციენტის პოსტოპერაციული პერიოდის მართვა
  •  პაციენტის კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება, მკურნალობის დაგეგმვა, მართვა, მეთვალყურეობა
  •  სამედიცინო ჩანაწერების კანონმდებლობის და კლინიკის შიდაგანაწესის შესაბამისად დროული და სრულყოფილი წარმოება
  •  კონსილიუმში მონაწილეობის მიღება
  •  დილის კონფერენციაზე დასწრება
  •  საჭიროებისას ღამის მორიგეობები
  •  დაქვემდებარებული პერსონალის ზედამხედველობა და მართვა
  •  სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების უზრუნველყოფა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში
  •  სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  •  ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება პოსტოპერაციული-ინტენსიური განყოფილების დღის ექიმი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„კონსილიუმ მედულა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია